უბედური შემთხვევა

ბორჯომი-თბილისის მატარებელი ქალს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

metro.us

ბორჯომი-თბილისის მატარებელი ქალს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სოფელ სკრასთან მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები