კრიმინალი

თბილისში სასურსათო მაღაზიის დაყაჩაღებისთვის, ერთი პირი დააკავეს

metro.us

სამართალდამცველებმა სასურსათო მაღაზიის დაყაჩაღების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ერთი პირი დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1982 წელს დაბადებული ფ.ჩ. მიმდინარე წლის 16 სექტემბერს თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, იარაღის მუქარით 360 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები