მიანმარი

ინდოეთი მიგრანტების შესაჩერებლად წიწაკის სპრეის და ელექტროშოკს იყენებს

Hindustan Times

ინდოეთმა როჰინჯა მიგრანტების კრიზისის გამო ბანგლადეშის საზღვარზე უსაფროების ზომები გააძლიერა. მთავრობის მითითებით სასაზღვრო ძალებს როჰინჯა მიგრანტების ქვეყანაში შესვლის შესაჩერებლად წიწაკის სპრეის და ელექტროშოკის გამოყენება შეუძლიათ.

ინდოეთს ამჟამად ქვეყანაში მცხოვრები 40,000 როჰინჯა მუსლიმის დეპორტაციაც სურს. მთავრობა მსგავს ნაბიჯებს უსაფრთხოების რისკებით ამართლებს და როჰინჯა მიგრანტებს პაკისტანში არსებულ მებრძოლ დაჯგუფებებთან კავშირში ადანაშაულებს. მათი აზრით ალ-ქაიდას სურს ინდოეთი და ბანგლადეში მიანმარში რელიგიური ომის წარმოების ბაზად აქციოს.

ამჟამად ბანგლადეშს მინმარიდან ეთნიკურ ძალადობას გამოქცეული 420,000-მდე როჰინჯა მუსლიმი აფარებს თავს. მჭიდროდ დასახლებულ ბანგლადეშს უჭირს მიგრანტთა ასეთ რაოდენობასთან გამკლავება, რის გამოც ინდოეთში გაიზარდა შიში, რომ ლტოლვილები ბანგლადეშიდან ინდოეთში გადავლენ.

კომენტარები