რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი: თურქეთის ჯარები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხოებას დაიცავენ

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Reuters-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი ე.წ. დე-ესკალაციის შეთანხმების ფარგლებში საკუთარ ჯარებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის რეგიონში განათავსებს.

ერდოღანის თქმით "დე-ესკალაციის" ზონები, რომლებზეც გასულ თვეს თურქეთი, რუსეთი და ირანი შეთანხმდნენ, ანკარაში რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მომკევნო კვირას დაგეგმილი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

"შეთანხმების მიხედვით, რუსეთი უსაფრთხოებას ინარჩუნებს იდლიბის გარეთ, ხოლო თურქეთი რეგიონის შიგნით." თქვა ედროღანმა. "დავალება მარტივი არ არის...პუტინთან ერთად განვიხილავთ დამატებით ნაბიჯებს, რაც საჭიროა რომ გადაიდგას ტერორიზმის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის და მშვიდობის აღდგენისათვის."

ერდოღანმა ასევე თქვა ისიც, რომ თურქეთი დაგეგმილი რეფერენდუმის გამო ჩრდილოეთ ერაყელი ქურთებისათვის სანქციების დაწესებას განიხილავს .

"ჩვენ ვიმსჯელებთ რა ტიპის სანქციები შეიძლება დაწესდეს და როდის შეიძლება ისინი ძალაში შევიდეს." თქვა მან.

თურქული ძალები სამხედრო წვრთნებს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებენ და ერდოღანის თქმით მათი საზღვარგარეთ განთავსების თაობაზე რეზოლუცია კენჭისყრისათვის პარლამენტში შაბათს შევა.

კომენტარები