არჩევნები 2017

კახა ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატია 

ტაბულა

მუსიკოსი კახა ცისკარიძე, იგივე კახაბერი ბათუმის მერობის 8-დან ერთ-ერთი კანდიდატია. ის პოლიტიკურმა გაერთიანებამ “საქართველო ერთობისა და განვითარებისთვის” წარადგინა. თავდაპირველად მას კენჭისყრა დამოუკიდებელ კანდიდატად სურდა. საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადება 28 აგვისტოს შეიტანა, მაგრამ ეს დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან მერობის მსურველ კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი 25 აგვისტომდე უნდა გაეკეთებინა.

ბათუმის მერობისთვის ცისკარიძის გარდა კიდევ 7 კანდიდატი იბრძოლებს:

ლაშა კომახიძე - „ქართული ოცნება  დემოკრატიული საქართველო.
ლევან ანთაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
პეტრე ზამბახიძე -  ევროპული საქართველო.
ჯემალ ქიქავა - ლეიბორისტიული  პარტია 
ომარ ფარტენაძე - საარჩევნო ბლოკი  „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო. 
თენგიზ თავდგირიძე - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. 
რობერტ ფუტკარაძე -  საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე - ერთობა  ახალი საქართველო. 

კომენტარები