გარემოს დაცვა

ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი $20 მილიონს გადაურიცხავს გარემოს დაცვის ორგანიზაციებს

GETTY IMAGES

ლეონარდო დიკაპრიომ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი ფონდი 20 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაურიცხავს 100-ზე მეტ გარემოს დაცვის ორგანიზაციას.

ახალი გრანტები მოიცავს როგორც ველური ბუნების და ჰაბიტატის კონსერვაციას და კლიმატის ცვლილებას, ასევე მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დაცვას.

"დრო და დრო ეს პრობლემები თავს იჩენს. ჩვენ გაცნობიერებულად ვუკეთებთს საკუთარ თავს ამას, საკუთარ პლანეტას და საკუთარ მომავალს. ფასი ჩვენი უმოქმედობისა ნელ-ნელა ნათელი ხდება. ჯერ კიდევ სრული უგულებელყოფა და სიჯიუტეა გარემოს საკითხების მიმართ იმ ხალხისგან, ვინც ყველაზე მეტად არის მოვალე დაგვიცვას ჩვენ და ყველა ამ პლანეტაზე მცხოვრები."- თქვა მსახიობმა იელის კლიმატის კონფერენციაზე.

კომენტარები