ლარის გაუფასურება

დოლარის ღირებულება 2.47 გახდა, ევროს კურსი კი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა

ტაბულა

18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა. დოლართან გაუფასურებამ 0.1 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც მისი ღირებულება 2.474-მდე გაიზარდა.

ევროსთან მიმართებით კი გაუფასურებამ 1 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ევროს კურსი 2.96-მდე გაიზარდა.

ევროსთან ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 9 სექტემბერს იყო, როდესაც მისი ღირებულება 2.97 გახდა. 

კომენტარები