ერაყი-ISIS

გერმანელ თინეიჯერს ჯიჰადისტებთან ურთიერთობის გამო ერაყში ჩამოხრჩობა ემუქრება

TheNational

ერაყის პრემიერ მინისტრის, ჰეიდარ ალ-აბადის თქმით შესაძლებელია გერმანელ "ჯიჰადისტ პატარძალს" , 16 წლის ლინდა ვენზელს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ. ლინდას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოლიციის ძალებთან თანამშრომლობა ედება ბრალად და პრემიერ მინისტრის განცხადებით მიუხედავად მისი ასაკისა კანონი საშუალებას იძლევა ის გაასამართლონ ისეთი კრიმინალური აქტივობებისთვის, რასაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა.

თინეიჯერი ივლისში ქალაქ მოსულის აღებისას ერაყის ძალებმა იპოვეს. ის სარდაფში იმალებოდა. ამჟამად ის სხვა "ჯიჰადისტ პატარძლებთან" ერთად ბაღდადის ციხეში ელოდება განაჩენს.

ლინდა საქსონიის პატარა ქალაქიდან ბაღდადში 15 წლის ასაკში გაიქცა. მან ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან კავშირი ინტერნეტის საშუალებით დაამყარა. ლინდას თქმით მას ერთი თვე დასჭირდა თურქეთის და სირიის გავლით ერაყში ჩასასვლელად, სადაც მისი ქმარი მისი ჩასვლიდან მალევე მოკლეს. ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა რომ ნანობს თავის საქციელს და სახლში დაბრუნება უნდა.

გერმანიაში ექსტრადიციის შემთხვევაში ლინდას ერთიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით ისინი მუშაობენ თინეიჯერის და კიდევ სხვა სამი გერმანელი ქალის დაბრუნებაზე, თუმა ამჟამად ქვეყნებს შორის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება არ არსებობს.

ერაყში 2016 წელს მოსულის აღების შემდეგ ჩამოხრჩობით ტერორიზმში ბრალდებული 88 ადამიანი დასაჯეს.

კომენტარები