საკრედიტო რეიტინგი

MOODY'S-მა TBC-ისა და საქართველოს ბანკის საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

moody's

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. ბანკების საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაეზარდათ. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ბანკების რეიტინგის გაუმჯობესებაზე საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებამ იქონია გავლენა.

გაუმოჯებესებული საკრედიტო რეიტინგი კომერციულ ბანკებს საკრედიტო რესურსის მოზიდვას გაუმარტივებს, რაც ქვეყნის საბანკო სექტორის ზრდაზე დადებითად აისახება. 

13 სექტემბერს Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგიც გაზარდა. Moody's სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველომ კარგად გაართვა თავი 2014 წელს რეგიონის მასშტაბით წარმოშობილ ეკონომიკურ შოკს, რის ფონზეც გამოჩნდა, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორსა და სახელმწიფოს საფინანსო ინსტიტუტებს კრიზისების ჯანსაღად გამკლავება შეუძლიათ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი Ba2 პოზიტიური სიგნალია უცხოელი პარტნიორებისთვის და ის ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას ხელს შეუწყობს.

Moody's აღნიშნავს, რომ რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური კავშირის გაღრმავება, კერძოდ კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა. 

Moody's-ის საკრედიტო რეიტინგის სკალა (ამ რეიტინგის მფლობელი ქვეყნების მითითებით)

  • Aaa - აქვთ შვეიცარიას, აშშ-ს, დანიას, სიგაპურს, გერმანიას და სხვებს.
  • Aa1 - აქვთ ფინეთს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრიას და სხვებს.
  • Aa2 - აქვთ საფრანგეთს, ჰონგ-კონგს, კატარს და სხვებს.
  • Aa3 - აქვთ ბელგიას, ჩილეს, ტაივანს და სხვებს.
  • A1 - აქვთ ჩინეთს, იაპონიას, ესტონეთს და სხვებს.
  • A2 - აქვთ ბოტსვანას, პოლონეთს, სლოვაკეთს და სხვებს.
  • A3 - აქვთ ირლანდიას, ლატვიას, მალტას და სხვებს.
  • Baa1 - აქვთ ომანს, სლოვენიას, ტაილანდს და სხვებს.
  • Baa2 - აქვთ პანამას, ფილიპინებს, სამხრეთ აფრიკას და სხვებს.
  • Baa3 - აქვთ ტრინიდად და ტობაგოს, უნგრეთს ინდონეზიას და სხვებს.
  • Ba1 - აქვთ აზერბაიჯანს, რუსეთს, მოროკოს და სხვებს.
  • Ba2 - აქ არის საქართველო, ბრაზილია და ხორვატია
  • Ba3 - აქვთ ბანგლადეშს, ტუნისს, სერბეთს და სხვებს.
  • B1 - აქვთ სომხეთს, ელ სალვადორს, იორდანიას და სხვებს.
  • B2 - აქვთ ლიბანს, მონღოლეთს, ნიკარაგუას და სხვებს.
  • B3 - აქვთ ეგვიპტეს, მოლდოვას, პაკისტანს და სხვებს.
  • Caa1 - აქვთ ბელორუსს, ბარბადოსს და სხვებს.
  • Caa2 - აქვთ უკრაინას, კუბას და სხვებს.
  • Caa3 - აქვთ ვენესუელას, 
  • Ca
  • C - აქვს პუერტო რიკოს.

კომენტარები