სექსუალური ძალადობა

შინეიდ ო'კონორი დედის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს

Billboard

ირლანდიელმა მომღერალმა შინეიდ ო'კონორმა Dr.Phil- თან დედამისზე და თავის ურთიერთობაზე ისაუბრა. მომღერლის თქმით დედამისს მისთვის ე.წ წამების ოთახი ჰქონდა მოწყობილი.

"მას წამების ოთახი ჰქონდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც წამება აღაფრთოვანდება. იღიმოდა, როდესაც გტკენდა" - ამბობს ო' კონორი.

მომღერალმა იმაზეც ისაუბრა, რომ დედა არამარტო მასზე, არამედ მის დებზეც ძალადობდა.

"ყველაზე ადრეული მოგონება არის, როდესაც მითხრა რომ არ უნდა დავბადებულიყავი. მას არ უნდოდა გოგოები. დედას უნდოდა, რომ მე ბიჭი ვყოფილიყავი. მაცმევდა როგორც ბიჭს, მჭრიდა თმას. როდესაც მირტყამდა (ყოველდღიურად), უნდა ვყოფილიყავი შიშველი. უნდა დავწოლილიყავი იტაკზე, გამეშალა ხელები და ფეხები. იგი მირტყამდა მუცელში, უნდოდა რომ დაეზიანებინა ჩემი საშვილოსნო. უნდოდა რომ გაენადგურებინა ჩემი რეპროდუქციული სისტემა. უნდოდა შეეჩერებინა ის ფაქტი, რომ ვიყავი ქალი."- ყვება მომღერალი.

ო' კონორმა ასევე დაადასტურა, რომ დედამისი მასზე სექსუალურადაც ძალადობდა. 

"ერთ დღეს ვკითხე თუ რატომ აკეთებდა ამას, მან კი გაიკვირკვა და ვერ მიხვდა რაზე ვეკითხებოდი. ამის შემდეგ 9 თვე აღარ მისაუბრია და შემდეგ გავიგე რომ ავარიაში დაიღუპა. ღმერთისგან ძალიან კეთილი ქცევა იყო მისი წაყვანა, რადგან დედას ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო. მისმა გარდაცვალებამ შვება მომგვარა, ამავდროულად დამამწუხრა კიდეც. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო." - თქვა მომღერალმა.

შინეიდ ო'კონორმა საკუთრ ჯანმრთელობაზეც ისაუბრა. მან აღიარა, რომ ერთი წლის განმავლობაში თვითმკვლელობა 8-ჯერ სცადა, ახლაც მძიმე დეპრესია აქვს და მუდმივად ფიქრობს სუიციდზე. 

სრული ინტერვიუ Dr.Phil- თან 12 სექტემბერს გამოვა.

კომენტარები