ევროპული საქართველო

ბოკერია მელიაზე: ბრალდებებს ასავალ-დასავალის და ქართული ოცნების სტილში ისვრის

მეორე არხი

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც მან ტელეკომპანია პირველის ეთერში გააკეთა, გაზეთ ასავალ-დასავალისა და ქართული ოცნების სტილს უწოდებს. 

"ბატონი მელიას განცხადება ცუდი განცხადებაა იმიტომ, რომ ამდენი სიძულვილი, ბოღმა, სიბინძურე, დღეს, როცა ამ კაცს არც გავლენა აქვს საკუთარ პარტიაში და, ზოგადად, ძალაუფლება არ აქვს, ეს რას ნიშნავს, რომ ხვალ უნდა დაგვიჭიროს ყველა, ვისზეც ნაწყენია? მას, როგორც ჩანს, არ ესმის, რომ ის რომ ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი იყო და ახლა ასეთ უაპელაციო, უსაფუძვლო, ასავალ-დასავალის და ქართული ოცნების სტილში განცხადებებს ისვრის. მიხეილ სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი და რას ამბობს მელია, რომ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, სიმართლე იყო?"- აცხადებს გიგა ბოკერია ინგა გრიგოლიას "რეაქციაში". 

ნიკა მელიამ გუშინ TV პირველის ეთერში თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზე თქვა, რომ ის ყაჩაღია და ფული ძარცვით იშოვა. ამასთან, დაამატა, რომ კეზერაშვილი უგულავა-ბოკერიას ფლანგთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ცდილობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანგრევას. 

ტაბულა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გაეგო, რა პოზიცია აქვთ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ამ განცხადებაზე პარტიის წევრებს, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 

კომენტარები