პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძე პეტერბურგის მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა

პაატა ბურჭულაძე როლი ნაბუკოდან
tiempodemusica.com.ar

პოლიტიკადნ საოპერო სცენაზე დაბრუნებული პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. თეატრმა მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ბურჭულაძემ Российская газета-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის ახალი პოზიცია საკმაოდ საინტერესოა და რომ ის თეატრის დონის ამაღლებისთვის იმუშავებს.

"მინდა, რომ თეატრის დონე მაღალი იყოს. ის ამას იმსახურებს. უკვე გავეცანი თეატრში არსებულ რეპერტუარებს და განსაკუთრებული ინტერესი მომღერლებმა გამოიწვიოს. ვფიქრობ, რომ მათთან მუშაობა საინტერესო იქნება", - თქვა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კარიერა ხანმოკლე გამოდგა, 2016 წლის მაისში ბურჭულაძემ დააფუძნა პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტია არჩევნებზე კოალიციის სახელით იღებდა მონაწილეობას. 

ბურჭულაძის პარტიამ ამომრჩეველთა მხოლოდ 60 681 ხმა (3.45%) მიიღო, მას ბარიერის გადასალახავად და დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად მხოლოდ 1.55% დააკლდა. არჩევნების შემდეგ მან საკუთარი პარტია დატოვა.

კომენტარები