ბათუმში დაღუპული მუშები

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ორი მუშა ადგილზე დაიღუპა

TV25

ბათუმში მშენებლობაზე 2 მუშა დაიღუპა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ისინი ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან გადმოცვივდნენ. ადგილზე მისულ ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა. დაღუპულები 30 წლამდე კაცები არიან. 

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები