საქართველო-ისრაელი

ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა

დათო შალიკაშვილი

ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

"საქართველოში ბოლო პერიოდში ტყის მასივებში გახშირებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შაბთაი ცურის მიმართვის საფუძველზე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო) განყოფილებამ გამოყო თანხა, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჭიროების გათვალისწინებით შევიძინეთ 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი.

ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა ისინი ქართველი მეხანძრე–მაშველებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ბ–ნ კახა ცერცვაძეს გადასცა" - აცხადებს ისრაელის საელჩო.

ცნობისთვის, ქართველ-მეხანძრე მაშველებს 500 წყვილი ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი აშშ-ის საელჩომაც გადასცა.

კომენტარები