რუსეთ-საქართველო

უსუფაშვილი: ცუდს ვერაფერს ვხედავ - ხელისუფლებას ჰქონოდა რეზერვში რუსული დახმარებაც

ზოგადად, თუ საქმეს დასჭირდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონოდა რეზერვში ამ ტიპის დახმარების მიღების საშუალებაც, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ გვინდა, რომ მან ძალიან მკაფიოდ გვითხრას, რომ - "დიახ, გვაქვს ეს საშუალება დარეზერვებული, დიახ, არის კონტაქტი, თუ უკიდურესი აუცილებლობა გაჩნდება, შეიძლება, ამასაც მივმართოთ, მაგრამ ამას გავაკეთებთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ პირველ რიგში, მივმართავთ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ იმისთვის, რომ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ დიდი უბედურება, ამისთვის, დიახ, ვართ კონტაქტზე. ამის ნაცვლად დაიწყო ტრადიციული მიჩქმალვა, მიმალვა, ერთმანეთს ამოფარება. ერთი მინისტრი მეორისკენ იშვერს ხელს, რომ იმან განმარტოს ეს ამბავი, მე ვაჟკაცი და პატრიოტი ვარ, რუსეთს როგორ დაველაპარაკებოდი - ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა, ეს არის სახელმწიფობანას თამაში.

შენების მოძრაობის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ცეცხლის ჩასაქრობად, რუსეთისთვის დახმარების თხოვნაზე.

კომენტარები