29 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი ევროს ღირებულება 2.91 ლარამდე გაიზარდა. ეს 2017 წლის 7 იანვარს დაფიქსირებულ ევროს ღირებულების ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით მხოლოდ ორი თეთრით ნაკლებია.
დოლართან მიმართებით კი ლარი 0.26 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.41 ლარი ღირს.
ლარი ევროსთან მიმართებით აპრილის შემდეგ უფასურდება, დოლართან კი, უკვე მეოთხე თვეა 2.38-2.42-ის მიდამოებში ინარჩუნებს სტაბილურობას.





