ქიმიური ნივთიერებები

ბრიტანეთში "ქიმიური ნისლის" გამო საავადმყოფოებს 230-მდე მოქალაქემ მიმართა

EDDIE MITCHELL

ინგლისში, აღმოსავლეთ სასექსის სანაპიროზე ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გაჟონვის გამო დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა.

სანაპიროზე ქიმიური "ნისლის" გამოჩენის შედეგად 230-მდე დამსვენებელმა სხვადასხვა ჩივილებით საავადმყოფოებს მიმართა. სიმპტომებს შორის არის თვალების წვა, გულისრევა და სუნთქვის გართულება. სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა მიიჩნევა. დაზარალებულების განცხადებით მათ მძაფრი ქლორის სუნი იგრძნეს, თუმცა სამაშველო ძალების მტკიცებით ეს ნაკლებად სავარაუდოა რადგან ეფექტი ნაკლებად სერიოზულია.

დამსვენებლები გაფრთხილებული არიან სანაპიროს ტერიტორიაზე გასვლისაგან თავი შეიკავონ ხოლო მოსახლეობას მოუწოდეს სახლების კარები და ფანჯრები დახურული ჰქონდეთ.

მსგავს ინციდენტს წარსულშიც ჰქონდა ადგილი და მაშინ წყარო საფრანგეთში მდებარე ერთ-ერთი ინდუსტრიული ერთეული აღმოჩნდა.

კომენტარები