აშშ-მექსიკა

მექსიკის მთავრობა აშშ-სთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას არ აპირებს

Public Domain

მექსიკის ხელისუფლება აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. მექსიკის საგარეო უწყების განცხადებით, მექსიკა არ გადაიხდის ფულს საზღვარზე კედლისა თუ ნებისმიერი სხვა ფიზიკური ბარიერების შესაქმნელად.

აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ Twitter-ზე დაწერა, რომ მექსიკა კრიმინალის მაღალი დონის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია და საზღვარზე კედლის აშენება მნიშვნელოვანია. ტრამპის თქმით, მექსიკამ ამისთვის ფულიც უნდა გადაიხადოს.

მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის აშენება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 25 იანვარს, ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობასა და არალეგალი მიგრანტების მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაზე განკარგულებას მოაწერა ხელი.

კომენტარები