აშშ-მექსიკა

მედია: აშშ-მ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მექსიკური კარტელის დრონები გაანეიტრალა

მექსიკური კარტელის დრონებმა აშშ-ს საჰაერო სივრცე დაარღვიეს, რის გამოც ტეხასის შტატში ელ-პასოს საერთაშორისო აეროპორტში დროებით ფრენები შეჩერებული იყო.

როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, "მექსიკური კარტელის დრონებმა აშშ-ს საჰაერო სივრცე დაარღვიეს", რის პასუხადაც პენტაგონმა მათ გასანეიტრალებლად "შესაბამისი ზომები მიიღო".

აშშ-ს ტრანსპორტის მდივნის, შონ დაფის თქმით, თავდაცვის დეპარტამენტმა "სწრაფად იმოქმედა კარტელის დრონების შემოჭრის საპასუხოდ", თუმცა არ დააკონკრეტა, რამდენი სისტემა მონაწილეობდა ოპერაციაში. მისი თქმით, ამჟამად საფრთხე ნეიტრალიზებულია და რეგიონში კომერციული მოგზაურობისთვის საფრთხე არ არსებობს.

კომენტარები