მამა ანდრია

მამა ანდრია: ამაშუკელის სიბერე ბოღმისა და განადგურების სურვილითაა გაჟღენთილი

[რეზო] ამაშუკელის ენას რომ ვუსმენ, სურვილი მიჩნდება, კანონი მოქმედებდეს, მისი სიბერე უკვე ბოღმისა და ადამიანის განადგურების სურვილით არის გაჟღენთილი. ყველა მლანძღველი, მაგინებელი და წითელი პოეზიის ,,ნამუსშემნახველი'' სიტყვის ტყვეობაში უნდა იმყოფებოდეს. ახალგაზრდებს არამხოლოდ სხვა უზნეობანი, ამაშუკელის ბილწსიტყვაობაც ახშობს. რამდენ გადაცემასაც ვუსმინე, ყველგან ბოღმა, ზიზღი და გინებაა სამწუხაროდ. არანაირი სილამაზე, ესთეტიკა და მშვენიერება... ასე ვერ იტანდე ადამიანებს, მხოლოდ დემონს შეუძლია...

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახური ანდრია Facebook-ზე წერს.

კომენტარები