სტიქია გურიაში

შეკვეთილში სტიქიაა, ლეპსის კონცერტზე მისულებს დარბაზის დატოვება გაუჭირდათ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კერძოდ კი შეკვეთილში ძლიერი წვიმაა, რასაც შტორმული ქარიც ერთვის. არსებული ინფორმაციით, ქარმა შეკვეთილში დენის ხაზები გაწყვიტა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, წვიმამ საცხოვრებელი სახლების ნაწილშიც შეაღწია. პირველი არხი ბლექ სი არენადან გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. დარბაზში რუსი მომღერლის გრიგორი ლეპსის კონცერტი გაიმართა, კონცერტზე მისულებს ტერიტორიის დატოვება გაუჭირდათ.

მდგომარეობა შეკვეთილში

გრიგორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორი "ბარაკონი პრომოუშენი" იყო. ლეპსს პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებები არაერთხელ აქვს გაკეთებული.

კომენტარები