ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გაგზავნილია.

"საზოგადოება ამის თაობაზე იყო ინფორმირებული და პოლიტიკური ძალები იყვნენ ინფორმირებული ორი თვით ადრე, ახლა ეს არის უკვე კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც გამოიცა და რომელიც გადაგზავნილი არის კონტრასიგნაციისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები