ხანძარი

გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ხეობაში მიემგზავრება

Reuters

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში მიემგზავრება.

ამასთან ერთად, კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, საგანგებო შტაბი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

კომენტარები