სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთის მთავარმა პროკურატურამ 33 პირის დაკავების ორდერი გასცა

AFP

თურქეთის მთავარმა პროკურატურამ 33 პირის დაკავების ორდერი გასცა.

ეჭვმიტანილები თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს ყოფილი თანამშრომლები არიან და ბრალად ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ.

პროკურატურის ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს ისინი მობილური ტელეფონების აპლიკაცია ByLock-ს იყენებდნენ, რომლითაც დაშიფრული მესიჯების გაცვლა ხდებოდა.

უკანასკნელ ერთ წელიწადში სამხედრო გადატრიალების მცდელობასა და გიულენთან კავშირის გამო, თურქეთში 150 000-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, 50 000-ზე მეტი კი დააკავეს. თავად ფეთულა გიულენი გადატრიალების მცდელობასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები