სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთში 9000-ზე მეტი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

EPA

გუშინ, თურქეთში, ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის გამოძიების ფარგლებში 9000-ზე მეტი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 1000-ზე მეტი პირიც დააკავეს.

პოლიციამ სპეცოპერაციები თურქეთის 81 პროვინციაში რეიდები ჩაატარა. სპეცოპერაციის მიზანი გიულენის ორგანიზაციის საიდუმლო სტრუქტურები იყო. რეიდების შემდეგ, ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 3224 პირის დაკავების ორდერიც გასცეს.

2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან კავშირის ბრალდებით 120 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

კომენტარები