აფხაზეთის ომი

პრემიერი: 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათა მკვლელი ომის აცილება

ტაბულა

"14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა", - წერია პრემიერმინისტრის განცხადებაში რომელიც აფხაზეთის ომის 25-ე წლისთსავს ეძღვნება. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს აღნიშნული ომის სიმძიმე "აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა."

"ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა დაურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში", - ამბობს პრემიერმი.

1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული აფხაზეთის ომი 13 თვის მანძილზე გაგრძელდა და მას დაახლოებით 10 ათასი ქართველისა და 4 ათასი აფხაზის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად ლტოლვილად 250 ათასი ადამიანი იქცა.

კომენტარები