ხანძარი

ბანგურიანის მთაზე, სახანძრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

ნათია ნაკანი / Natia Nakani/Facebook.com

მესტიაში, ბანგურიანის მთაზე, სახანძრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება. მესტიის გამგებლის კახა ჟორჟოლიანის თქმით, ცეცხლის ჩაქრობას მისი ადგილმდებარეობა ართულებს. 

”400-500 კვადრატულ მეტრამდე ტყის ზოლს აქვს მოდებული ცეცხლი. სახანძრო-სამაშველო სამსახურები, მოსახლეობა და სასაზღვრო პოლიცია უკვე მიემართებიან ადგილზე. ცეცხლი მთაშია და იქიდან გამომდინარე, რომ მიუდგომელი ადგილია, ავტოტექნიკის გამოყენება შეუძლებელია. სახანძრო სამუშაოებში ჩაერთვება ვერტმფრენი”, - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მესტიაში ვერტმფრენი უკვე მიფრინავს.

კომენტარები