კენიის საპრეზიდენტო არჩევნები

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

Reuters

დღეს, კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნებში გამარჯვების მთავარი კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი 55 წლის უჰურუ კენიატა და ოპოზიციის ლიდერი 72 წლის რაილა ოდინგა არიან.

ოდინგამ, რომელიც კენიის ექსპრემიერია, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი უკვე ორჯერ, 2007 და 2013 წელს დაიკავა. მისი თქმით, მოქმედ პრეზიდენტს გამარჯვების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის არჩევნების შედეგებს გააყალბებს.

უჰურუ კენიატამ კი არჩევნებზე რეგისტრირებულ 19 მილიონ მოქალაქეს მოუწოდა, რომ ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდად ჩატარების პროცესსს.

კენიის ლიდერებს, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამაც, რომლის მამაც კენიელია. ობამას თქმით, არჩევნების შემდეგ ქვეყნის ლიდერებმა უარი უნდა თქვან ძალადობაზე და პატივი სცენ ხალხის ნებას. ობამამ 2007 წლის არჩევნებიც გაიხსენა, რომლის შემდეგაც ქვეყანაში ეთნიკური დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

წინასაარჩევნო გამოკითხვის მიხედვით კენიატასა და ოდინგას არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ.

კომენტარები