ქართული ოცნება

ქართული ოცნება: არ აყვეთ პრეზიდენტს და არ უპასუხოთ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს

41.ge

დრაქცია ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, "არ აყვნენ" საქართველოს პრეზიდენტს და არ უპასუხონ მის "შეურაცხმყოფელ განცხადებებს". ქართული ოცნების შეფასებით, "გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს".

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს"- წერია ქართული ოცნების განცხადებაში.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, კურიერთან ინტერვიუში თქვა, რომ უმრავლესობის მქონე პარტიისთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის აზრით, მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა, პატრიოტიზმი თავმოყრილია მხოლოდ მათში.

"ხოლო ყველა დანარჩენი ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება, ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი და რეტროგრადი. აი, ეს არის ის აზროვნების ფორმა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გადავძლიეთ" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებითვე, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ქართული ოცნების პოლიტიკოსები ღიად საუბრობენ, რომ კოალიციის შექმნა და მოლაპარაკება ცუდია.

"ეს ყოფილა თურმე ქვეყნის სისუსტე, მაგრამ ერთი პარტია თუ არის ძლიერი, მათი აზრით, ეს კარგია“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები