სროლა გერმანიის ღამის კლუბში

გერმანიაში ღამის კლუბში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და 1 ადამიანი მოკლა, 3 დაშავდა

independent.co.uk

გერმანიაში ღამის კლუბში თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია. ქალაქ კონსტანცის ღამის კლუბში 34 წლის მამკაცმა ცეცხლი დისკოთეკაზე გახსნა. თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა და დაჭრა, იგი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სროლის შედეგად კლუბის ერთ-ერთი სტუმარი დაიღუპა. ოპერაციაში  სპეცრაზმი და პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული, რადგან სამართალდამცავებმა არ იცოდნენ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა თუ თანამზრახველებიც ჰყავდა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები