ხოშტარია კალაძის დაპირებაზე: ეს არის არაგულწრფელი კეკლუცობა ახალგაზრდებზე

ეს არის არაგულწრფელი კეკლუცობა ახალგაზრდებზე. პიარული გათვლებით, რაღაც სტატისტიკას ნახავ, რომ ახალგაზრდებს უნდა მოვეჭიდოთ - თქვენ გგონიათ, ახალგაზრდები სიყალბეს ვერ გრძნობენ? მთავრობა კი არ სჭირდება ღამის ცხოვრების განვითარებას, კერძო ინიციატივის წახალისება, მისთვის სივრცის შექმნა სჭირდება. ხელი არ უნდა შევუშალოთ, თორემ უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომელიც ამას თავად აკეთებს. აქ არის კიდევ ფარისევლობა, იმიტომ რომ ამაზე საუბრობს გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ამდენი ხნის განმალობაში, რომ ამისთვის ხელი შეეშალა.

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი "განსხვავებულ აქცენტებში" გამოეხმაურა სახელისუფლებო კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო დაპირებას, რომ ის "განავითარებს ღამის ცხოვრებას".

კომენტარები