ანა დოლიძე

ქართული ოცნება: დოლიძემ დაარღვია ეთიკისა და ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ "მისი გამონათქვამებით უხეშად დაარღვია ეთიკისა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები". 

მათი თქმით, მათთვის "განსაკუთრებით შემაშფოთებელია" პრეზიდენტის რეაქცია. 

"პრეზიდენტმა ძირითადი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფაზე არათუ ადეკვატურირეაგირება მოახდინა, არამედ, პირიქით, სესიის მეორე დღეს თავისი წარმომადგენლის დაცვა სცადა," - წერია განცხადებაში. 

უმრავლესობა აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები არღვევენ საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ნორმებს და შეურაცხყოფას აყენებენ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს". მათი მტკიცებით, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი პრეზიდენტის მხრიდანაა წახალისებული და მართული. 

"ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეთიკის ნორმებს არღვევს პრეზიდენტისადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე და ამას არ მოყვება სათანადო რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან - ესარის თანაბრად პრეზიდენტის დამოკიდებულებაც პარლამენტის მიმართ,"- წერია ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებას. 

მმართველი გუნდის წევრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებენ, რომ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს "პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებების გამოვლენა".

26 ივლისს გამართულ სესიაზე ირაკლი კობახიძესა და ანა დოლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტის მოტივიერებულ შენიშვნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძის გამოსვლა "თავდასხმებით, შეურაცხყოფებით, დაუმსახურებელი და ღირსებას მოკლებული კრიტიკით იყო სავსე".

"ქალბატონო ანა, თქვენ ხართ საჯარო მოსამსახურე და შესაბამისი ეთიკის ნორმები უნდა დაიცვათ, რაც შეეხება შეურაცხყოფებს, მაგალითები უნდა მოიყვანოთ" - მიმართა კობახიძემ დოლიძეს.

ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ანა დოლიძე საჯარო მოხელეა და პოლიტიკოსებზე არ უნდა ისაუბროს.

ამასთან, კობახიძემ სესიის განმავლობაში ანა დოლიძის მიმართ რამდენჯერ გამოიყენა მიმართვის ფორმად "ბატონო გიორგი".

კომენტარები