ანა დოლიძე

ანა დოლიძე ზურაბ ჯაფარიძის საპასუხოდ ხელში გირჩს ათამაშებს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საპასუხოდ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ხელში გირჩს ათამაშებს. 

გუშინ, 23 სექტემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურს მას და გიორგი ვოლსკის შორის იქნება და, მისივე სიტყვებით, ანა დოლიძეს მეორე ტურში გამორიცხავს.

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა, მისი კონკურენტი ამავე ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი იქნება. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.

კომენტარები