ჩემი პოზიცია და შეთავაზება თავის დროზე დაფუძნებული იყო მსოფლიო გამოცდილებას და ასეულობით კვლევას: 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო "სიმართლის კომისია" და შემდეგი 11 წელი "სისხლიანი 9 წლის" ძახილით ვერ ირბენდა არაკომპეტენტური მოღალატეების ხროვა. ამის მაგივრად დღევანდელ უნიჭო დადგმაში არალეგიტიმურ პარლამენტში სრული სიბოროტეა ვიღაცების დაბარება. მაგრამ თუ დაბარებაა, მე ჩამოგითვლით ვინ უნდა დავიბაროთ მართლა, როგორც რეპრესიული სისტემის (2004-2025) შემოქმედები.
დავიწყოთ ნათია თურნავადან.
1996-2000 წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2018 წწ. "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018-2019 წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2019 წლის 18 აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
ანა დოლიძე
დოლიძე: ჩემი შეთავაზება იყო, 2013 წელს გაკეთებულიყო "სიმართლის კომისია"
