ანა დოლიძე

ანა დოლიძე ამომრჩეველს სეირნობას სთავაზობს

მოძრაობა ხალხისთვის

დღეს, პირველ აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე გუნდთან ერთად დიდუბეში სეირნობას აპირებს და მოსახლოებას მოუწოდებს, რომ შეურთდნენ.

"მე და ჩემი გუნდი დღეს 4.5კმ-ს გავისეირნებთ ფეხით, აკაკი წერეთლის ძეგლიდან ვლადიმირ მაიაკოვსკის ძეგლამდე. გზად ვისაუბრებთ, დავათვალიერებთ და შევხვდებით ყველას, ვისაც სურს. მოგვყავს მეგობრები, ოჯახის წევრები და ბავშვები. ჩაიცვით კომფორტულად, შემოგვიერთდით გზად, სადაც გინდათ და რამდენი ხნითაც გინდათ. ვხვდებით აკაკი წერეთლის ძეგლთან 19.00 საათზე," - ვკითხულობთ ანა დოლიძის Facbook გვერდზე გავრცელებულ ივენთში.

მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელმა, ანა დოლიძემ 29 ივლისს Facebook-ზე დაწერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში იყრის.

30 ივლისს, ანა დოლიძემ ასევე თქვა, რომ დიდუბე-ჩუღურეთი ის ადგილია, სადაც თამარ მეფემ დავით სოსლანთან გადაიხადა ქორწილი, რადგან იქ იყო აბსოლუტური წალკოტი

"21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები. ტექნიკური შესაძლებლობებით ჩვენ დღეს გვჭირდება Iphone 11, მაშინ, როდესაც გვაქვს ფანრიანი ტელეფონი”. - თქვა დოლიძემ. 

დოლიძის აზრით, დიღმიდან შესაძლებელია პოსტინდუსტრიული სამოთხე გამოვიდეს. მისი თქმით, ამის საშუალებას ეს ხელისუფლება არ იძლევა. 

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ პოლიტიკური პლატფორმა 18 ივნისს შექმნეს. ისინი თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარების საერთო შეთანხმებას არ უერთდებიან.

ქართულმა ოცნებამ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად გია ვოლსკი წარადგინა. 

კომენტარები