უბედური შემთხვევა

ილიას ტბაში 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო

ყვარელში, ილიას ტბაში 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. შსს-ს ცნობით, ჩატარდა ექსპერტიზა და პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები