აუდიტის სამსახური

თორდიას უფლებამოსილება ეწურება, მთავარი აუდიტორის მოვალეობას ლომჯარია შეასრულებს

ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ლაშა თორდიას პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია შეასრულებს. 

მოქმედ გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს მის პოსტს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თბილისის მოქმედი მერის დავით ნარმანიას და უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურები განიხილება.

რეგლამენტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კანდიდატურის წარდგენის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. წარდგენილ კანდიდატს პარლამენტის უმრავლესობა 5 წლის ვადით ირჩევს.

ლაშა თორდიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი 2012 წლის 25 ივლისს გახდა. 

კომენტარები