ე.წ. ქართველთა მარში

სადღობელაშვილი: აქციას ისე ვიზამთ, რომ კონფრონტაცია არ იყოს

kvira.ge

ე.წ. ქართველთა მარშის წევრები საქართველოს პატრიარქს შეხვდნენ. სანდრო ბრეგაძის თქმით, განცხადებას მაშინ გააკეთებენ, როდესაც თანამებრძოლებთან ისაუბრებენ.

"ჩვენს განცხადებას გავაკეთებთ მას მერე, რაც თანამებრძოლებს დაველაპარაკებით", - ამბობს ბრეგაძე.

ლადო სადღობელაშვილი კი ამბობს, რომ კონტრაქცია მაინც გაიმართება, თუმცა, კონფრონტაცია თავიდან უნდა აიცილონ.

"ვითვალისწინებთ და გავითვალისწინებთ პატრიარქის სიტყვებს. აქციას ისე ვიზამთ, რომ მონაწილეობას ყველა მიიღებს, მაგრამ შევეცდებით, რომ კონფრონტაციის საკითხები არ იყოს განვითარებული", - ამბობს სადღობელაშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას.

ევროპული საქართველო კი აქციას "არა რუსულ ფაშიზმს" აღმაშენებლის გამზირზე დღეს, 20:00 საათზე მართავს.

კომენტარები