ე.წ. ქართველთა მარში

ე.წ. ქართველთა მარშის წევრები პატრიარქს ხვდებიან

KVIRA.GE

ე.წ. ქართველთა მარშის წევრები სოფელ სნოში პატრიარქ ილია მეორეს ხვდებიან. ინფორმაცია ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა. სანდრო ბრეგაძე შეხვედრას ადასტურებს, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს.

ე.წ. ქართველთა მარშის წევრები კათალიკოს-პატრიარქმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში თავად დაიბარა. [სოფელ სნოში პატრიარქმა, პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა დღეს სასტუმრო "სნო" გახსნეს.]

როგორც ცნობილია, დღეს ე.წ. ქართველთა მარშის წევრები ევროპული საქართველოს აქციის კონტრაქციას გეგმავდნენ. მერიამ მათ დემონსტრაციის ჩატარების სანქცია გაუუქმა, თუმცა, სანდრო ბრეგაძე ამტკიცებდა, რომ ისინი მაინც შეიკრიბებოდნენ.

ევროპული საქართველო აღმაშენებლის გამზირზე 20:00 საათზე ე.წ. ქართული მარშის საწინააღმდეგო აქციას - "არა რუსულ ფაშიზმს" მართავს.

კომენტარები