პრეზიდენტის ვეტო

პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებს ვეტო დაადო

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებს ვეტო დაადო. ვეტოს დადების შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ორივე კანონის სულისკვეთება ჩემი შეხედულებით ასუსტებს დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმსა და ჩართულობის ხარისხს სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ეს კანონები მიუღებელია არის დაჩქარებული ფორმა ამ კანონების მიღების ერთის მხრივ და დრო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნდება.

კომენტარები