პრეზიდენტის ვეტო

დოლიძე: პრეზიდენტის ყველა ვეტო გამიზნული იყო კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად

პრეზიდენტის ყველა ვეტო აქამდე გამიზნული იყო ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის, დემოკრატიული წყობილების დასაცავად და ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ამას განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებოდა პარლამენტიდან შემოსული კანონებით, პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებდა კანონებს პარლამენტს. ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიზანი არის, რომ საქართველოს პარლამენტს და მოსახლეობას გააგებინოს ის უარყოფითი შედეგები, რომელსაც მოიტანს თვითმმართველობის ცვლილებები თუ საარჩევნო ცვლილებები. ამ შედეგებს დავინახავთ ჩვენ უახლოეს მომავალში. ვეტო არის ერთერთი საშუალება, რომლის საშუალებითაც პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს პარლამენტს, რომ არ მიიღოს ის ცვლილებები, რომლებიც დაგეგმილი აქვს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე. 20 ივლისს გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებს ვეტო დაადო.

კომენტარები