პრეზიდენტის ვეტო

მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: გადაიქცა "ვეტოვუმენად" – ვეტოს ხმალივით იყენებს, როგორც ეტყვიან

ის გადაიქცა ვეტოვუმენად და სურვილი აქვს, იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. ამ ადამიანმა დაარღვია კონსტიტუცია, პრეზიდენტის ფიცი და უღალატა საკუთარ ამომრჩეველს, ქვეყანას. ახლა ვინც აგინებდა, იმ ხალხს იწყალებს და მათთან ერთად პოლიტიკაში დგება - ეს ნიშნავს, რომ ვეტოს ხმალივით იყენებს, როგორც უნდა და როგორც ეტყვიან. ან პოლიტიკაში გამიშვით, ან პრეზიდენტად გამიშვითო, ახლა უკვე იხვეწება. 

თქვა ხალხის ძალის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე. 

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

კომენტარები