უმრავლესობის შემდეგ, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო მონიტორინგის ჯგუფს საპარლამენტო უმცირესობის წევრები შეხვდნენ. ევროპული საქართველოს თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემაზე ისაუბრეს, რაც წინაასარჩევნოდ არსებობს.
“გვქონდა დეტალური საუბარი არსებულ საარჩევნო გარემოზე, მიმდინარე პრობლემებზე. მათ შორის, სამწუხაროდ, ტრადიციულ პრობლემებზე, ბოლო წლების არჩევნების განმავლობაში. როგორიცაა, მაგალითად, ძალადობის წახალისება და დაუსჯელობა, როგორიც გახლავთ ფინანსური პრობლემები ოპოზიციური პარტიისთვის”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმითვე, წინასაარჩევნო გარემოზე კარგად მეტყველებს ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე პარტიებმა არ იციან თამაშის წესები.
„ეს ართულებს არჩევნებს და საარჩევნო პროცესს ყველა ოპოზიციური პარტიისთვის“ - ამბობს ბაქრაძე.
NDI-ის მისიის წევრები ამ დროისთვის უკვე შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. ამ წუთებში, შეხვედრა მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის წევრებთან.





