უზნაძის ქუჩაზე მოკლული 19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ფოთში დააკავეს.
როგორც შსს-მ ტაბულას განუცხადა, სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გოგონას ცხედარი თბილისში, უზნაძის ქუჩაზე დღეს იპოვეს. სავარაუდოდ, გოგონას ყელი გამოჭრეს.





