"ქართველთა მარშის" ლიდერები დოლიძის გაუპატიურების მუქარას უარყოფენ - პოსტი წაშალეს
facebook.com/gia.korkotashvili
tbl.ge/2etr
დაკოპირდა
ქსენოფობიური შეკრება ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები უარყოფენ, რომ გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორებმა facebook-ზე აღნიშნული პოსტი წაშალეს და წერენ, რომ ეს განცხადებები სინამდვილეში ყალბი გვერდების მეშვეობით გაკეთდა.
სანდრო ბრეგაძის და მიხეილ ამისულაშვილის განცხადებები:
ფოტო: facebook.com/sandro.breg
ფოტო: facebook.com/mixail.amisulashvili
Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.
კონსანტინე მორგოშიას მიერ საკუთარი პოსტის წაშლამდე შეურაცხმყოფელი განცხადებები ასე გამოიყურებოდა [ვიდეო]
ფოტო: facebook.com/konstantine.morgoshia
ფოტო: facebook.com/konstantine.morgoshia
ფოტო: facebook.com/konstantine.morgoshia
პოსტი, რის გამოც თათია დოლიძეს ქსენოფობიური შეკრების ავტორები შეურაცხყოფას აყენებენ:
მსვლელობის ორგანიზატორთა განცხადებები მაღალი ალბათობით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.