უბედური შემთხვევა

აღმაშენებელზე შენობის ფასადი ჩამოინგრა და ახალგაზრდა ქალს დაეცა

თბილისში, აღმაშენებლის N123-ში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის შენობის ფასადი ჩამოინგრა და ახალგაზრდა ქალს დაეცა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. 

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ახალგაზრდა ქალი თავის და გულ-მკერდის ტკივილს უჩივის.

კომენტარები