საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური: ბორჯომის ფალსიფიკაციის ფაქტი გამოვავლინეთ

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბორჯომის ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა ამოიღეს მინერალური წყლის ჩამოსასხმელი კუსტარული ტექნიკური დანადგარები, „ბორჯომის“ ეტიკეტები, სხვადასხვა ტევადობის ბოთლები და სარეალიზაციოდ გამზადებული 520 ბოთლი ფალსიფიცირებული „ბორჯომი“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილითა  და 197 -1 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. 

კომენტარები