ჯანდაცვა

თბილისში ჰაერში ტყვიის კონცენტრაცია 2008 წლის შემდეგ აღარ აჭარბებს დასაშვებ ზღვარს

georgiastartshere.com

გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ქვეყანაში ჰაერში ტყვიის შემცველობის მაჩვენებლებს, საიდანაც ირკვევა, რომ დედაქალაქის ჰაერში ტყვიის შემცევლობა 2008 წლის შემდგომ აღარ აჭარბებს დასაშვებ ზღვარს, ანუ 0.0003 მგ/მ³-ში. 

სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს 4 ქალაქში აწარმოებს - თბილისში (2008 წლიდან), რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში (2014 წლიდან).

ჩატარებული კვლევების თანახმად, 2016 წლის საშუალო მონაცემების მიხედვით 2015 წელთან შედარებით ჰაერში ტყვიის შემცველობა ქ. თბილისში შემცირებულია 5-ჯერ, ქალაქ ბათუმში დაახლოებით 3-ჯერ, რუსთავში - 2-ჯერ, ხოლო ქუთაისში კი უმნიშვნელოდ. აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია გრძელდება 2017 წლის განმავლობაშიც (5 თვის მონაცემის მიხედვით).


ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო
დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია შეადგენს 0,0003 მგ/მ³-ში. (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №297/ნ, 2001 წლის 16 აგვისტო, ქ. თბილისი, გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ).

რას იწვევს ტყვიით მოწამვლა და რამდენად გავრცელებულია ის:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ტყვიის ექსპოზიციის შედეგად განვითარებული დაავადებები შეადგენს დაავადებათა გლობალური ტვირთის 0.6%-ს. დაავადებათა ტვირთი განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.   

მაღალი დოზებით, ტყვიით მოწამვლა სასიკვდილოა. ტყვიით მოწამვლა ვითარდება, როდესაც ტყვია გროვდება სხეულში, თვეებისა და წლების განმავლობაში. მცირე რაოდენობით ტყვიაც კი შესაძლოა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიზეზი გახდეს. ბავშვები 6 წლამდე, განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან. მათი მენტალური და ფიზიკური განვითარება შესაძლოა შეფერხდეს ტყვიის გამო. WHO-ს მონაცემებით, ტყვიით ინტოქსიკაციის ყოველწლიური მსხევრპლთა რაოდენობა დაახლოებით 800 ათასია. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ტყვიის ექსპოზიციის შედეგად განვითარებული დაავადებები შეადგენს დაავადებათა გლობალური ტვირთის 0.6%-ს. დაავადებათა ტვირთი განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.    მაღალი დოზებით, ტყვიით მოწამვლა სასიკვდილოა. ტყვიით მოწამვლა ვითარდება, როდესაც ტყვია გროვდება სხეულში, თვეებისა და წლების განმავლობაში. მცირე რაოდენობით ტყვიაც კი შესაძლოა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიზეზი გახდეს. ბავშვები 6 წლამდე, განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან. მათი მენტალური და ფიზიკური განვითარება შესაძლოა შეფერხდეს ტყვიის გამო. WHO-ს მონაცემებით, ტყვიით ინტოქსიკაციის ყოველწლიური მსხევრპლთა რაოდენობა დაახლოებით 800 ათასია. 

ორგანიზმის ტყვიით მოწამვლის რისკ-ფაქტორებია:

დაბინძურებლი ჰაერი (მაგალითად ტყვიის შემცველი საწვავის წვისგან), ასევე ტყვიის შემცველი საღებავებისა და სარემონტო მასალები. ტყვია შესაძლოა ორგანიზმში უხარისხო კოსმეტიკიდან ან სამკაულებიდანაც (საყურე პირსინგი) მოხვდეს. ასევე, საკვები, რომელიც შეიცავს ტყვიას (მაგალითად საკვები საღებავები).

ბავშვებში რისკ-ფაქტორს წარმოადგენს უხარისხო სათამაშოები, რომლებიც შესაძლოა ტყვიის შემცველი საღებავებით იყოს შეღებილი. ასევე რისკის შემცველია ტყვიით დაბინძურებული სასმელი წყალი.

აშშ-ში მიჩიგანის ქალაქ ფლინტში 13 ადამიანი ემსხვერპლა ტყვიით დაბინძურებულ წყალს, რაც იაფფასიანმა ტყვიის მილებმა გამოიწვია. ასევე რისკ ფაქტორს წარმოადგენს ზოგიერთი კონსერვის ქილაც, რომელიც ტყვიისგან მზადდება.

დაბინძურებლი ჰაერი (მაგალითად ტყვიის შემცველი საწვავის წვისგან), ასევე ტყვიის შემცველი საღებავებისა და სარემონტო მასალები. ტყვია შესაძლოა ორგანიზმში უხარისხო კოსმეტიკიდან ან სამკაულებიდანაც (საყურე პირსინგი) მოხვდეს. ბავშვებში რისკ-ფაქტორს წარმოადგენს უხარისხო სათამაშოები, რომლებიც შესაძლოა ტყვიის შემცველი საღებავებით იყოს შეღებილი. ასევე რისკის შემცველია ტყვიით დაბინძურებული სასმელი წყალი. აშშ-ში მიჩიგანის ქალაქ ფლინტში 13 ადამიანი ემსხვერპლა ტყვიით დაბინძურებულ წყალს, რაც იაფფასიანმა ტყვიის მილებმა გამოიწვია. ასევე რისკ ფაქტორს წარმოადგენს ზოგიერთი კონსერვის ქილაც, რომელიც ტყვიისგან მზადდება.

კომენტარები