დიდი ოცეული

დიდი ოცეულის სამიტის საწინააღმდეგო აქცია პოლიციამ დაშალა

Reuters

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის პარალელურად პოლიციასა და ანტიგლობალისტებს შორის შეტაკებები მოხდა. 

საპროტესტო აქციის დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, როს საპასუხოდაც პოლიციამ შეკრებილთა წყლის ჭავლითა და ცრემლსადენის გაზით დაშლა დაიწყო. ქალაქში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად არის გამკაცრებული. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები. 

დემონსტრაციის ორგანიზატორები მემარცხენე რადიკალები არიან, რომლებიც დიდი ოცეულის სამიტის ჩაშლას ისახავენ მიზნად. 

 

კომენტარები