ოკუპაცია

კობახიძე: მცოცავ ოკუპაციაზე სხდომის ჩატარება უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება, უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის. ამის შესახებ კობახიძემ სტრასბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელისუფლებისგან ბერშუეთში საოკუპაციო ზოლის გადმოწევის გამო, უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვენ.

"კონსტიტუციის თანახმად, უშიშროების საბჭო განიხილავს თავდაცვის ორგანიზებისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს. რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას, ეს არ არის არც ერთი და არც მეორე საკითხი. შესაბამისად, უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება.“- ამბობს კობახიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული მყისიერი საფრთხეები.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი უშიშროების საბჭოს მცივანმა დავით რაქვიაშვილმაც გააკეთა და თქვა, რომ სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იმაზე დაყრდნობით მიიღებს, რა შეთავაზებები იქნება ახალ მიდგომებთან დაკავშირებით

საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონ სოფელ ბერშუეთში ე.ს საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ორი დღის წინ დადგეს. 

 

 

კომენტარები